2026 წლის აპრილის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები საქართველოს პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს სავიზო პროცედურების მოდერნიზაციას და ქვეყანაში დისტანციურად მომუშავე პირების მოზიდვას. მთავარი სიახლე C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის შემოღებაა, რომელიც იმ უცხოელებისთვის იმოქმედებს, რომლებსაც საქართველოში ტურისტული მიზნით ყოფნა […]

2026 წლის მარტის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების აქციზის განაკვეთებში 2026 წლის 1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საგადასახადო კოდექსში. ცვლილებები ძირითადად ეხება მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრის წესს მათი ასაკისა და საჭის მდებარეობის მიხედვით. ცვლილებების მიხედვით: 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 1.50 ლარით ძრავის მოცულობის ყოველ 1 სმ³-ზე, ხოლო 6 წელზე […]

იურიდიულმა კომპანია „Union Legal“-მა და უსაფრთხოების სექტორის ლიდერმა „Intersecurity Georgia“-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

იურიდიულმა კომპანია „Union Legal“-მა და უსაფრთხოების სექტორის ლიდერმა, „Intersecurity Georgia“-მ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნული შეთანხმება საფუძველს უყრის მრავალმხრივ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების ოპერაციული მართვა და სამართლებრივი გარანტიები ერთიან, ინტეგრირებულ სივრცეში მოექცევა. პარტნიორობის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების პროცესების სამართლებრივ უზრუნველყოფას, დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებას და პოტენციური სამართლებრივი ხარვეზების პრევენციულ იდენტიფიცირებას. აღნიშნული მიდგომა მაქსიმალურად შეამცირებს, ნებისმიერი სახის […]

,,იუნიონ ლეგალს” და ,,ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა”-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ იურიდიულ კომპანია ,,Union Legal“-სა და ,,ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეს პარტნიორობა საფუძველს უყრის საქართველოში უნიკალურ პრაქტიკას, სადაც მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება და სამართლებრივი უსაფრთხოება ერთიან, კოორდინირებულ სისტემაში ერთიანდება. სამედიცინო სფერო და სამართლებრივი რეგულაციები დღეს მჭიდრო კავშირშია. ჩვენი მიზანია, პაციენტი იყოს დაცული როგორც ჯანმრთელობის, ისე სამართლებრივი კუთხით. ჩვენი გაერთიანებული […]

ორი შეცდომა, რომელსაც მხარეები უშვებენ მორიგებისას: რატომ არის “მეტი” ხშირად “ნაკლები”?

ორი შეცდომა, რომელსაც მხარეები უშვებენ მორიგებისას: რატომ არის “მეტი” ხშირად “ნაკლები”? საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული გადატვირთულობა — მოსამართლეებისა და აპარატის სიმცირე — დავების გახანგრძლივების მთავარი მიზეზია. რეალობა ისეთია, რომ უმარტივესი დავაც კი შეიძლება წლობით გაგრძელდეს, რაც ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯი და გაურკვევლობაა. სწორედ ამიტომ, მორიგება დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებაა. მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე სასამართლოში მორიგებაზე მიდგება, […]

2026 წლის თებერვლის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისათვის თანხის დაბრუნების ახალი წესი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის №37 ბრძანებით, ცვლილება შევიდა გადასახადების ადმინისტრირების წესში. ცვლილება ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ საშემოსავლო გადასახადის შეღავათით. ცვლილების მიხედვით: (ა) პირი, რომელსაც ეკუთვნის საგადასახადო შეღავათი, მაგრამ დამქირავებელმა (სამსახურმა) მას გადასახადი მაინც დაუკავა, უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან […]

როგორ დავაზღვიოთ ბიზნესი სამართლებრივი რისკებისგან – არჩევანი შიდა იურისტსა და აუთსორსინგს შორის

როგორ დავაზღვიოთ ბიზნესი სამართლებრივი რისკებისგან – არჩევანი შიდა იურისტსა და აუთსორსინგს შორის თანამედროვე საბაზრო ეკონომიკამ და მზარდმა კონკურენციამ დღის წესრიგში დააყენა ბიზნესის სამართლებრივი უსაფრთხოების საკითხი. დღეს კვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერა აღარ აღიქმება მხოლოდ დამხმარე სერვისად – ის ბიზნესის მდგრადობისა და რისკების პრევენციის ფუნდამენტური კომპონენტია. დღეს კომპანიები ხშირად დგანან დილემის წინაშე: დაასაქმონ იურისტი შტატში, თუ ისარგებლონ გარე […]

2026 წლის იანვრის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის უფროსის 2026 წლის 4 თებერვლის №2243 ბრძანებით, ცვლილება შევიდა „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში. ბრძანება ეხება დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანების გამო დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლების წესს. კერძოდ, თუ გადასახადის […]

2025 წლის დეკემბრის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

ცვლილება  საგადასახადო კოდექსში 2025 წლის 26 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომელიც  შეეხო  188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ აქციზის განაკვეთებს თამბაქოს ნაწარმზე.ცვლილების თანახმად გაიზარდა აქციზის გადასახადი იმპორტირებულ და მსხვილი წარმოების თამბაქოს ნაწარმზე, თუმცა შეიქმნა შეღავათიანი აქციზის გადასახადი მცირე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ადგილობრივ მცირე წარმოებად ჩაითვალა წელიწადში 35 მლნ კოლოფამდე სიგარეტის წარმოება – აღნიშნული კატეგორიისთვის აქციზის ფიქსირებული განაკვეთი […]

გიორგი გაბედავა

+995 (599) 010-651 infogabedava@gmail.com გიორგი გაბედავა საგადასახადო მრჩეველი გიორგი გაბედავა საგადასახადო-საკონსულტაციო საქმიანობაში 2016 წლიდან არის ჩართული. მას დაგროვებული აქვს ათწლიანი მრავალმხრივი გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მისი საქმიანობის პროფილი მოიცავს საგადასახადო კანონმდებლობის ინტერპრეტაციას, სტრატეგიულ კონსულტირებასა და კომპლექსური საგადასახადო დავებში მონაწილეობას. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში გიორგი წარმატებით ხელმძღვანელობდა საგადასახადო ოპტიმიზაციისა და რისკების მართვის პროცესებს სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის. […]