ძალა გამოცდილებაში
კრეატივი გადაწყვეტილებებში

ჩვენს შესახებ

,,იუნიონ ლეგალი” არის თანამედროვე იურიდიული კომპანია, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებასა და ინოვაციურ სამართლებრივ მიდგომებს. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია 15+ წლიანი სტაჟის მქონე პარტნიორებითა და მაღალკვალიფიციური ადვოკატებით, რომლებიც წარმატებით მართავენ რთულ სამართლებრივ დავებსა და კომპლექსურ ტრანზაქციებს.

ჩვენთვის სამართლებრივი მომსახურება მხოლოდ კონსულტაცია არ არის — ჩვენ ვართ თქვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც იცავენ თქვენს ინტერესებს, ამცირებენ რისკებს და უზრუნველყოფენ თქვენი ბიზნესის სამართლებრივ უსაფრთხოებას ნებისმიერ ეტაპზე.

ჩვენი ძალა ინტერდისციპლინურ მიდგომასა და ოპერატიულობაშია, რაც საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერ გამოწვევას კომპლექსურად მივუდგეთ და შემოგთავაზოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ითვალისწინებს არა მხოლოდ სამართლებრივ ნიუანსებს, არამედ თქვენი ბიზნესის ფინანსურ და ოპერაციულ სტაბილურობას. ,,იუნიონ ლეგალი” ორიენტირებულია გრძელვადიან, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებზე, სადაც თქვენი წარმატება ჩვენი მთავარი საზომია — ჩვენ ვაქცევთ სამართლებრივ ბარიერებს თქვენი ბიზნესის განვითარების მყარ შესაძლებლობად.

ჩვენი გუნდი

სერვისები

იუნიონ ლეგალი, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ადვოკატებითა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით, კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა სამართლის სფეროს ფართო სპექტრის კონსულტირებასა და ინდივიდუალურად მორგებულ სამართლებრივ სტრატეგიებს, რომლებიც ორიენტირებულია მათი ინტერესებისა და ბიზნესპრიორიტეტების დაცვაზე.

იუნიონ ლეგალი გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებსა და რთული იურიდიული საკითხების გადაჭრის გზებს, რომლებიც რეალურ შედეგზეა ორიენტირებული. იუნიონ ლეგალი დაგეხმარებათ ტრანზაქციების სწორად სტრუქტურირებასა და მათ ოპერატიულ შესრულებაში, ასევე გაგიწევთ კონსულტაციას ყველა იმ პრაქტიკულ საკითხზე, რაც აუცილებელია თქვენი საქმიანობის სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის.

იუნიონ ლეგალი კლიენტებს სთავაზობს რისკების ანალიზსა და დავების გადაჭრის სტრატეგიებს კომბინირებულად, როგორც კვალიფიციური ადვოკატების მხარდაჭერით, ისე კონკრეტული სექტორის ექსპერტების მონაწილეობით. იუნიონ ლეგალი უზრუნველყოფს კლიენტთა ინტერესების დაცვას ადმინისტრაციულ ორგანოებში, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში.

იუნიონ ლეგალის ადვოკატები მოგიმზადებენ დავის წარმოებისათვის საჭირო ყველა სამართლებრივ დოკუმენტაციას და დაგეხმარებიან სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაში. ჩვენთან თქვენი სამართლებრივი უსაფრთხოება გარანტირებულია.

მომსახურება მოიცავს:

  • ინტერაქციული კომუნიკაცია: სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და სიღრმისეული ზეპირი კონსულტაციები მიმდინარე საკითხებზე;
  • ექსპერტული ანალიზი: მაღალკვალიფიციური იურიდიული დასკვნების მომზადება რთულ სამართლებრივ საკითხებზე;
  • რისკების მართვა: პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების ანალიზი და დავების გადაჭრის ეფექტური, ინდივიდუალური სტრატეგიების შემუშავება.

იუნიონ ლეგალი კლიენტებს სთავაზობს — დავების დროულად გადაწყვეტისა და კონფლიქტების ეფექტურად მოგვარების მიზნით — მათი ინტერესების წარმოდგენას საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟებსა და დავების გადაჭრის ალტერნატიულ პროცესებში.

იუნიონ ლეგალი ორიენტირებულია კლიენტის ინტერესების დაცვაზე, რისკების იდენტიფიცირებასა და მათ მინიმუმამდე შემცირებაზე, საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნებასა და ხელსაყრელი შედეგების მიღწევაზე მოლაპარაკებების, მედიაციისა და სასამართლო/საარბიტრაჟო განხილვის გზით.

მომსახურება მოიცავს:

  • წარმომადგენლობა სასამართლოში: იუნიონ ლეგალის კვალიფიციური ადვოკატები იცავენ კლიენტის ინტერესებს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით, სამივე ინსტანციის სასამართლოში. იუნიონ ლეგალი საქმეებს აწარმოებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
  • საერთაშორისო და შიდა არბიტრაჟი: იუნიონ ლეგალის ადვოკატები სრულ მხარდაჭერას უწევენ კლიენტებს საარბიტრაჟო დაწესებულებებში. მომსახურება მოიცავს სტრატეგიულ კონსულტირებას, საარბიტრაჟო შეთანხმებების მომზადებას, პროცესის მართვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებას.
  • მედიაცია და მოლაპარაკებები: იუნიონ ლეგალი გთავაზობთ პროფესიულ წარმომადგენლობას სამედიაციო პროცესებსა და მოლაპარაკებებში. იუნიონ ლეგალის პრიორიტეტია დავის მშვიდობიანი მოგვარება, რათა კლიენტმა აიცილოს დროში გახანგრძლივებული და ხარჯიანი სამართალწარმოება.

იუნიონ ლეგალის ადვოკატებს მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება გააჩნიათ იურიდიული დოკუმენტაციის, ნებისმიერი სირთულის ხელშეკრულების მომზადებისა და ანალიზის კუთხით. ხელშეკრულების შედგენა მხარეთა ყველა მოლოდინისა და რისკის შეფასებას გულისხმობს. სწორად შედგენილი ხელშეკრულება არის გარანტი კონტრაგენტებთან სტაბილური და დაცული სამართალურთიერთობის წარმართვისა.

იუნიონ ლეგალის ადვოკატები ფლობენ ხელშეკრულების დამუშავებისა და შედგენის ტექნიკას როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე, რაც უზრუნველყოფს მხარეთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას.

მომსახურება სახელშეკრულებო სამართლის სფეროში მოიცავს:

  • სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება: ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი, დაცვის მაღალი ხარისხის მქონე დოკუმენტების შედგენა;
  • წარმომადგენლობა მოლაპარაკებებში: ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვა ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე და კონტრაგენტებთან პირობების შეჯერების პროცესში;
  • კომპლექსური ანალიზი და რისკების მართვა: ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულების სრული სამართლებრივი ექსპერტიზა, მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირება და მათი დაზღვევის მექანიზმების შემუშავება.

თანამედროვე, სწრაფად განვითარებადი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბიზნესი უამრავი გამოწვევისა და სირთულის წინაშე დგას და უწევს კონკურენტებთან თანაარსებობა მუდმივად ცვალებად იურიდიულ გარემოში. სწორედ ამიტომ, იუნიონ ლეგალი გთავაზობთ ყოვლისმომცველ კორპორატიულ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე.

იუნიონ ლეგალი კლიენტებს მხარდაჭერას უწევს მათი კომერციული მიზნებისა და სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე საკორპორაციო ტრანზაქციების სწორად სტრუქტურირებასა და მათ დროულად განხორციელებაში. იუნიონ ლეგალი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს ყველა იმ სამართლებრივ საკითხზე, რაც აუცილებელია ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისთვის.

ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგ სტრატეგიულ-კომპლექსურ ოპერაციებს:

  • ბიზნესის დაფუძნება და სტრუქტურირება: საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევა, კომპანიის რეგისტრაცია და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, პარტნიორთა შეთანხმება) მომზადება.
  • კორპორატიული მართვა: პარტნიორთა კრების მოწვევის ორგანიზება, ოქმების შედგენა, მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, გასაჩივრება.
  • შიდა სამართლებრივი მოწესრიგება: კომპანიის შინაგანაწესის, შრომითი ხელშეკრულებების (შრომის კოდექსთან შესაბამისობა) და სხვა შიდა დოკუმენტაციის მომზადება.
  • სამართლებრივი აუდიტი (Due Diligence): კომპანიის საქმიანობისა და დოკუმენტაციის სრული იურიდიული შემოწმება.
  • რეორგანიზაცია და ტრანსფორმაცია: სამეწარმეო საზოგადოებების გარდაქმნა, შერწყმა (M&A) და გაყოფა.
  • ტრანსნაციონალური ოპერაციები: საერთაშორისო დონის კორპორატიული ტრანზაქციების სამართლებრივი მხარდაჭერა.

საკორპორაციო სამართალში გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს სფერო კიდევ უფრო აქტუალური გახდა 2021 წლიდან, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ. აღნიშნული კანონმდებლობა პრიორიტეტს ანიჭებს საწარმოს გადარჩენას (რეაბილიტაციას) კრედიტორთა ინტერესების მაქსიმალური დაცვის პარალელურად.

იუნიონ ლეგალი სთავაზობს კომპლექსურ სამართლებრივ მხარდაჭერას ფინანსური სირთულეების წინაშე მდგარ საწარმოებს. იუნიონ ლეგალის ადვოკატები უზრუნველყოფენ კრედიტორების, მოვალეების, ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების კონსულტირებას გადახდისუუნარობის პროცედურების, ვალების რესტრუქტურიზაციისა და ბიზნესის გაჯანსაღების სტრატეგიებთან დაკავშირებით.

მომსახურება მოიცავს:

  • ფინანსური გაჯანსაღების სტრატეგია: საწარმოს გადარჩენის მიზნით ეფექტური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • სამართალწარმოების ინიცირება: გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის ან გაკოტრების) რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების მომზადება და წარდგენა;
  • ინტერესების წარმომადგენლობა: კლიენტის, როგორც მოვალის ან კრედიტორის, ინტერესების დაცვა რეაბილიტაციისა თუ გაკოტრების პროცესში;
  • რეაბილიტაციის გეგმის მართვა: რეაბილიტაციის გეგმის სტრუქტურირება, შედგენა, კლიენტის საქმიანობის ზედამხედველობა და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
  • კომუნიკაცია და მოლაპარაკებები: წარმომადგენლობა კრედიტორთა კრებაზე, მოლაპარაკებების წარმოება მოვალესთან, კრედიტორებთან ან რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველთან.

იუნიონ ლეგალი, საფინანსო ბაზრის რეგულირების სფეროში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილებით, სრულყოფილ იურიდიულ მომსახურებას უწევს კლიენტებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ფინანსური სექტორის სიღრმისეული ცოდნა იუნიონ ლეგალის ადვოკატებსა და ექსპერტებს საშუალებას აძლევს, გაუწიონ კვალიფიციური კონსულტაცია ფინანსურ ინსტიტუტებს (ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს და ა.შ.) და დაეხმარონ მათ ისეთი კომპლექსური საკითხების მართვაში, როგორიცაა მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა (Compliance).

მომსახურება საბანკო-საფინანსო სფეროში მოიცავს:

  • ავტორიზაცია და ლიცენზირება: ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების პროცესში;
  • მარეგულირებელთან ურთიერთობა: კლიენტთა წარმომადგენლობა სექტორის მარეგულირებელ ორგანოებთან (მაგ. საქართველოს ეროვნული ბანკი);
  • შესაბამისობის კონტროლი (Compliance & AML): საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) საკანონმდებლო მოთხოვნების დანერგვა და სტრატეგიული ადაპტირება;
  • კაპიტალის მოზიდვა და პროექტების დაფინანსება: კაპიტალის მოზიდვის სამართლებრივი სტრუქტურირება, ბიზნესგეგმების მომზადება და პროექტების დაფინანსების სამართლებრივი თანხლება;
  • საბანკო დავების მოგვარება: საბანკო პროდუქტების მოხმარებისას წარმოქმნილი უთანხმოებების დარეგულირება როგორც კრედიტორის, ისე მოვალის ინტერესების გათვალისწინებით;
  • საბანკო დოკუმენტაციის მომზადება: ჩარჩო ხელშეკრულებების, საკრედიტო შეთანხმებების, იპოთეკის, გირავნობის, საბანკო გარანტიებისა და აკრედიტივების პროექტების დამუშავება და შედგენა.

იუნიონ ლეგალი გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CFT) სფეროში. ჩვენი გუნდი ეხმარება ანგარიშვალდებულ პირებს (ფინანსურ ინსტიტუტებსა და არაფინანსურ სექტორს) საერთაშორისო სტანდარტებისა (FATF) და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების ეფექტურ დანერგვაში, რაც აუცილებელია სამართლებრივი რისკებისა და რეპუტაციული ზიანის თავიდან ასაცილებლად.

მომსახურება AML/CFT შესაბამისობის მიმართულებით მოიცავს:

  • შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშემწყობი შიდა კონტროლის მექანიზმების, ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების მომზადება;
  • რისკების შეფასება და მართვა: კლიენტების, პროდუქტებისა და გეოგრაფიული არეალის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი რისკ-მატრიცების შექმნა;
  • კლიენტთა სათანადო შემოწმება (CDD/EDD): კლიენტთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურების (KYC) სტრუქტურირება, მათ შორის, გაძლიერებული შემოწმების (EDD) მეთოდოლოგიის დანერგვა მაღალი რისკის მქონე პირებისთვის;
  • ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემის გამართვა: საეჭვო გარიგებების იდენტიფიცირების, ანალიზისა და მარეგულირებელ ორგანოში ანგარიშგების პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობა: საერთაშორისო ფინანსური სანქციების რეჟიმებთან (UN, OFAC, EU და ა.შ.) შესაბამისობის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება;
  • ტრენინგები და კონსულტაციები: კომპანიის თანამშრომლებისთვის სპეციალიზებული სწავლებების ორგანიზება AML/CFT რეგულაციებისა და პრაქტიკული ვალდებულებების შესახებ.

უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სექტორია. იუნიონ ლეგალის ადვოკატებს ამ ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა აქვთ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, კლიენტებს შევთავაზოთ მრავალმხრივი კონსულტაცია, რაც მოიცავს უძრავი ქონების ტრანზაქციების სამართლებრივ და საგადასახადო სტრუქტურირებას.

მომსახურების სპექტრი ფარავს უძრავ ქონებასა და მშენებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობათა სრულ ციკლს — საკუთრების უფლების მოპოვებიდან სამშენებლო ნებართვების ადმინისტრირებამდე.

იუნიონ ლეგალი გთავაზობთ კომპლექსურ სამართლებრივ მხარდაჭერას:

  • სამართლებრივი აუდიტი და ექსპერტიზა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, მათ შორის, ქონების სამშენებლოდ განვითარების პოტენციალის შეფასება;
  • ტრანზაქციების მხარდაჭერა: ნებისმიერი ფორმის გარიგების (ნასყიდობა, პრივატიზება, იჯარა, ქირავნობა) მომზადება და კონსულტირება უძრავ ქონებაში ინვესტირების პროცესში;
  • ადმინისტრაციული წარმოება და ნებართვები: წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან სამშენებლო ნებართვების მოპოვების, პროექტების გეგმარებისა და უძრავი ქონების განვითარების მიზნით;
  • სამშენებლო პროცესის იურიდიული მართვა: მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე საჭირო ხელშეკრულებების მომზადება, მოლაპარაკებებში მონაწილეობა და პროცესის სამართლებრივი ზედამხედველობა;
  • უზრუნველყოფის მექანიზმები: იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების მომზადება და მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;
  • დავების წარმოება: კლიენტთა ინტერესების დაცვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებრივ დავაში.

შრომის ბაზრის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ინტერესთა ბალანსის დაცვა. პერსონალის მართვა უნდა ეფუძნებოდეს მოქმედ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკასთან თავსებად სამართლებრივ მიდგომებს. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია შრომითი ურთიერთობის საწყის ეტაპზევე რისკების სწორი შეფასებითა და კვალიფიციურად მომზადებული ხელშეკრულებებით.

იუნიონ ლეგალის ადვოკატები, შრომის სამართალში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილებით, უზრუნველყოფენ კომპანიებისა და დასაქმებულების ყოვლისმომცველ მხარდაჭერას. იუნიონ ლეგალი გთავაზობთ როგორც შრომითი ურთიერთობების კანონთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას, ისე კონსულტაციას ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე.

მომსახურება შრომის სამართლის მიმართულებით მოიცავს:

  • დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი: კვალიფიციური შრომითი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და შრომის შინაგანაწესის შემუშავება ან არსებული დოკუმენტაციის აუდიტი;
  • ინსტიტუციური მოწესრიგება: კომპანიის შიდა პოლიტიკის ფორმირება, თანამშრომელთა ინფორმირებისა და კონსულტირების სავალდებულო პროცედურების დანერგვა;
  • უფლებრივი დაცვა და ეთიკა: შევიწროებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებისა და რეგულაციების შემუშავება სამუშაო ადგილზე;
  • მიმდინარე კონსულტაციები: სამართლებრივი მხარდაჭერა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა (ბიულეტენი), ზეგანაკვეთური შრომა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება;
  • შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა: კონსულტირება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებზე რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;
  • კოლექტიური ურთიერთობები: პროფესიულ კავშირებთან ურთიერთობა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება;
  • წარმომადგენლობა და დავები: კლიენტის ინტერესების სრული დაცვა შრომის ინსპექციასა და საერთო სასამართლოებში შრომითი დავების ნებისმიერ ეტაპზე.

ჯანდაცვის სამართალი თანამედროვე იურისპრუდენციის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და მნიშვნელოვანი დარგია. იგი არეგულირებს პაციენტების, სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებების უფლებებისა და მოვალეობების ურთიერთქმედებას. იუნიონ ლეგალი სთავაზობს კვალიფიციურ სამართლებრივ დახმარებას ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე სუბიექტებს, რათა მათი საქმიანობა სრულად შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებსა და ეთიკურ ნორმებს.

მომსახურება ჯანდაცვის სფეროში მოიცავს:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება: სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, შიდა პროტოკოლებისა და პაციენტებთან ურთიერთობის სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ავტორიზაცია და ლიცენზირება: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების პროცესის სრული სამართლებრივი თანხლება;
  • ფარმაცევტული სამართალი: წამლის სახელმწიფო რეგისტრაცია, ფარმაცევტული დაწესებულების სტატუსის მოპოვება და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პრევენციული კონსულტირება: სამართლებრივი რჩევები სამედიცინო შეცდომებთან და სხვა სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით, პოტენციური დავების თავიდან აცილების მიზნით;
  • წარმომადგენლობა: კლიენტის ინტერესების დაცვა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.

საოჯახო და მემკვიდრეობითი საკითხები ხშირად მჭიდროდ არის დაკავშირებული ოჯახის წევრების ქონებრივ ინტერესებთან. იუნიონ ლეგალი უზრუნველყოფს მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე იურიდიულ მომსახურებას, რაც მიზნად ისახავს ოჯახური და სამკვიდრო ურთიერთობების სამართლიან და მშვიდობიან მოწესრიგებას.

მომსახურება საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის მიმართულებით მოიცავს:

  • საკონსულტაციო მომსახურება: სამართლებრივი კონსულტაციები საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის ყველა ასპექტზე;
  • საქორწინო ხელშეკრულებები: ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით საქორწინო ხელშეკრულებების მომზადება;
  • განქორწინება და მასთან დაკავშირებული დავები: წარმომადგენლობა სასამართლოში განქორწინების, ქონების გაყოფის, საალიმენტო ვალდებულებებისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხებზე;
  • შვილად აყვანა და მეურვეობა: სამართლებრივი მხარდაჭერა და წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში შვილად აყვანის პროცესის განხორციელებისას;
  • მემკვიდრეობის მიღება და სამკვიდრო მოწმობა: მემკვიდრედ ცნობის პროცედურების მართვა, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად აუცილებელ პროცესებში ჩართულობა და ნოტარიუსთან ურთიერთობა;
  • სამკვიდრო დავები: წარმომადგენლობა სასამართლოში მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადაჭრის პროცესში.

თანამედროვე ბიზნესგარემოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. იუნიონ ლეგალი გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას თქვენი ინტელექტუალური აქტივების დასაცავად, რაც მოიცავს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ისე უფლებების შემდგომ მართვასა და დაცვას.

იუნიონ ლეგალი უზრუნველყოფს კლიენტთა ინტერესების წარმოდგენას სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისა და საავტორო უფლებებით მოცულ ურთიერთობებში. უფლების დარღვევის შემთხვევაში კი იუნიონ ლეგალი დაგეხმარებათ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავებში როგორც „საქპატენტსა“ და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ისე სასამართლოში.

მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით მოიცავს:

  • სასაქონლო ნიშნებისა და პატენტების რეგისტრაცია: სასაქონლო ნიშნის ძიება (იდენტურობის/მსგავსების დადგენა), განაცხადის მომზადება, რეგისტრაცია, განახლება და ძალაში შენარჩუნება;
  • საპატენტო უწყებასთან ურთიერთობა: „საქპატენტთან“ მიმოწერის წარმოება, ადმინისტრაციული პროცედურების მართვა და რეგისტრაცია (ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შეტანა რეესტრში);
  • უფლებების გადაცემა და ლიცენზირება: ლიცენზირების, მესაკუთრის ცვლილებისა და უფლებების დათმობის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებები: კონსულტირება და ხელშეკრულებების მომზადება საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • დავების პრევენცია და მართვა: ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავების თავიდან აცილების სტრატეგიის შემუშავება, მოლაპარაკებებში მონაწილეობა და წარმომადგენლობა სასამართლოში.

ადმინისტრაციული სამართალი არეგულირებს სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, მათ ორგანიზებასა და ურთიერთქმედებას მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან. იუნიონ ლეგალის გამოცდილ ადვოკატებს გააჩნიათ სახელმწიფო უწყებებსა და სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოებთან კლიენტთა წარმომადგენლობის მდიდარი პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს საჯარო ხელისუფლებასთან ურთიერთობის ეფექტურობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებას.

მომსახურება ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში მოიცავს:

  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში: კლიენტის ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე და საჯარო უწყებებთან კომუნიკაცია;
  • ადმინისტრაციული დავები: ადმინისტრაციული სარჩელებისა და საჩივრების მომზადება, წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ;
  • გადაწყვეტილებების გასაჩივრება: ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ინდივიდუალური თუ ნორმატიული აქტების, დაკისრებული ჯარიმებისა და სანქციების გასაჩივრება;
  • ლიცენზირება და ნებართვები: სრული სამართლებრივი მხარდაჭერა ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების პროცესში, ასევე საჭიროების შემთხვევაში — მათი შეჩერების უზრუნველყოფა;
  • სექტორული დავები: საგადასახადო, ფინანსური და საჯარო რეესტრთან დაკავშირებული სპეციფიკური ადმინისტრაციული დავების მართვა;
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და კლიენტის უფლებების დაცვა საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესში.

იუნიონ ლეგალი კლიენტებს სთავაზობს სრულ იურიდიულ მომსახურებას სისხლის სამართლის სფეროში. იუნიონ ლეგალი უზრუნველყოფს პროცესის მონაწილე მხარეების ინტერესების დაცვას გამოძიების, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის ყველა ეტაპზე. იუნიონ ლეგალის პრიორიტეტია კლიენტის უფლებების განუხრელი დაცვა და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.

მომსახურება სისხლის სამართლის მიმართულებით მოიცავს:

  • სამართლებრივი კონსულტაცია და ანალიზი: სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და გარემოებების სიღრმისეული შესწავლა, იურიდიული დასკვნების მომზადება ბრალდებასთან, დანაშაულის ნიშნებთან და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
  • ადვოკატირება და დაცვა: კლიენტის ინტერესების დაცვა გამოძიების პროცესში და წარმომადგენლობა სასამართლოში. ჩვენი პრაქტიკა ფარავს დანაშაულთა ფართო სპექტრს, მათ შორის:
    • „თეთრი საყელოს“ დანაშაულები (ეკონომიკური და სამოხელეო დანაშაული);
    • თაღლითობა, ქურდობა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
    • ძალადობრივი დანაშაული და ოჯახში ძალადობის შემთხვევები.
  • საპროცესო წარმომადგენლობა: სამართლებრივი მხარდაჭერა აღკვეთის ღონისძიების (მაგ. გირაო) შერჩევისას და მოლაპარაკებების წარმოება საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით.
  • გასაჩივრება და შემდგომი მხარდაჭერა: საქმის წარმოება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში, ასევე მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების მართვა.

იუნიონ ლეგალის გამოცდილი საგადასახადო ექსპერტები უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციურ და ოპერატიულ მომსახურებას სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის. იუნიონ ლეგალის დახმარებით თქვენ მუდმივად იქნებით ინფორმირებული ეროვნულ საკანონმდებლო რეგულაციებსა და მოსალოდნელ საგადასახადო ცვლილებებზე.

ჩვენ ვეხმარებით ბიზნესსუბიექტებს საქმიანობის მოქმედ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასა და ინდივიდუალური სტრატეგიების შემუშავებაში, რაც მიზნად ისახავს საგადასახადო პოზიციების ოპტიმიზაციას.

მომსახურება საგადასახადო და საბაჟო მიმართულებით მოიცავს:

  • საგადასახადო სტრატეგია: კორპორატიული საგადასახადო სტრატეგიის შემუშავება, დოკუმენტირება და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია;
  • საგადასახადო ექსპერტიზა (Tax Audit): კვალიფიციური შემოწმება, რომელიც მიზნად ისახავს საგადასახადო რისკების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მათ მინიმუმამდე შემცირებას;
  • საბაჟო სამართალი: კონსულტირება საბაჟო პროცედურებთან, ტარიფებთან და იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
  • საგადასახადო დავები: წარმომადგენლობა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოსა და სასამართლოში საგადასახადო დავების ნებისმიერ ეტაპზე.