Union Legal-ის მორიგი წარმატება თბილისის სააპელაციო სასამართლოში

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში „იუნიონ ლეგალის“ (Union Legal) იურიდიულმა გუნდმა ადმინისტრაციულ დავაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩვენი კლიენტის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გააუქმა იგი და მუნიციპალიტეტის სსიპ […]

2026 წლის სექტემბრის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

2026 წლის სექტემბრის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის მიზნით ოჯახის შემოსავლის ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა. ფიზიკურ პირს 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა ევალება, თუ: ფიზიკური პირის ან/და მისი ოჯახის წევრების 2025 წლის შემოსავალი აღემატებოდა 100 000 ლარს და […]

უხარისხო პროდუქტის მიწოდებით გამოწვეული პასუხისმგებლობა საქართველოში: მომხმარებლის დაცვის ადმინისტრაციული და სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები

უხარისხო პროდუქტის მიწოდებით გამოწვეული პასუხისმგებლობა საქართველოში: მომხმარებლის დაცვის ადმინისტრაციული და სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები უხარისხო ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქტის მიწოდება მომხმარებლისთვის მხოლოდ პროდუქტის შეცვლის ან თანხის დაბრუნების საკითხი არ არის. გარკვეულ შემთხვევებში, პროდუქტის ნაკლი შეიძლება გახდეს დამატებითი ქონებრივი ზიანის წარმოშობის მიზეზიც, მათ შორის ტრანსპორტირების, მონტაჟის, დემონტაჟის, შეკეთებისა და სხვა აუცილებელი ხარჯების სახით. საქართველოს კანონმდებლობა ასეთ […]

2026 წლის აგვისტოს თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. ცვლილებების მთავარი მიზანია საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან დაკავშირებული წესების ერთიანად მოწესრიგება და აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი მექანიზმების შემოღება. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს 2025 წლის 1 მაისის შემდგომ […]

შრომითი მიგრანტის საქართველოში ლეგალურად დასაქმების გზამკვლევი

საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელისთვის ლეგალური დასაქმების გზა 2026 წლის 1 მარტიდან არსებითად შეიცვალა. ამოქმედდა ახალი მექანიზმი — შრომითი საქმიანობის უფლება — რომლის გარეშეც არც შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და არც დამოუკიდებელი საქმიანობის წარმოება არ ჩაითვლება კანონიერად. ქვემოთ თანმიმდევრულად არის აღწერილი, რა ეტაპები უნდა გაიაროს უცხოელმა, რომ საქართველოში კანონიერად დასაქმდეს. შრომითი მიგრაციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის […]

2026 წლის ივლისის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2026 წლის 30 ივლისის №361 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია საინვესტიციო ფონდების დაფუძნებისა და საქმიანობის ხელშეწყობა და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროგრამა ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებული საწყისი ხარჯების, მართვის საკომისიოსა და ტექნიკური დახმარების ხარჯების თანადაფინანსებას, ასევე საგარანტიო მექანიზმის გამოყენებას. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სს […]

2026 წლის ივნისის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 29 ივნისის საქმე №ას-1155-2025 — განსაკუთრებით საინტერესოა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს შემცირების სტანდარტის, განსაკუთრებით კი მეწარმე სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულების კონტექსტში. დავა წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან. მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა მარნეულის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულებით სამუშაოს საბოლოო ვადის დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო საკმაოდ […]

2026 წლის მაისის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

სათამაშო ბიზნესის რეგულირების მიზნით განხორციელებული ცვლილებები საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოიცავს ცვლილებებს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში და “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში, სათამაშო ბიზნესის რეგულირების კუთხით ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ფინანსური სანქციების გაზრდას და ნებართვის გაუქმების გამარტივებულ მექანიზმს. მნიშვნელოვნად გაიზარდა საჯარიმო სანქციები სანებართვო პირობების დარღვევისთვის. ახალი […]

მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებები და ახალი ეკონომიკური ტრენდები     

                                            წინამდებარე ნაშრომის ამოცანაა გავაანალიზოთ დღევანდელ მსოფლიოს მთავარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები, განვსაზღვროთ ტრენდები რომელნიც განაპირობებენ მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს უახლოეს ათწლეულში.         საკითხის მასშტაბურობის, სირთულისა და ჰიპოტეტიურობის გამო, შემოვისაზღვრებით საკითხების ზოგადი დასმით და განვითარების ძირითადი ტრენდების მონახაზებით.       XXI საუკუნის გეოპოლიტიკა რეალურად ამ საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. წინა ორი ათწლეული […]

რეაბილიტაციის რეჟიმის შენარჩუნება რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის მიუხედავად — UNIONLEGAL-ის წარმატებული პრაქტიკა

​იურიდიული კომპანია UNIONLEGAL-ის გუნდმა, მმართველი პარტნიორის, ვახტანგ ჯავახიას ხელმძღვანელობით, დაასრულა მუშაობა გადახდისუუნარობის რთულ დავაზე, სადაც მსხვილი ბიზნეს-სუბიექტის ინტერესებს იცავდა. ​საქმის სირთულეს განაპირობებდა ის გარემოება, რომ საწარმოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის პირობები დარღვეული იყო. მოქმედი კანონმდებლობა ასეთ სიტუაციაში პირდაპირ ითვალისწინებს გეგმის დარღვევის გამო რეაბილიტაციის შეწყვეტისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესაძლებლობას, რასაც კრედიტორები სასამართლოს წინაშე  მოითხოვდნენ. აღნიშნული რისკი […]