​იურიდიული კომპანია UNIONLEGAL-ის გუნდმა, მმართველი პარტნიორის, ვახტანგ ჯავახიას ხელმძღვანელობით, დაასრულა მუშაობა გადახდისუუნარობის რთულ დავაზე, სადაც მსხვილი ბიზნეს-სუბიექტის ინტერესებს იცავდა.

​საქმის სირთულეს განაპირობებდა ის გარემოება, რომ საწარმოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის პირობები დარღვეული იყო. მოქმედი კანონმდებლობა ასეთ სიტუაციაში პირდაპირ ითვალისწინებს გეგმის დარღვევის გამო რეაბილიტაციის შეწყვეტისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესაძლებლობას, რასაც კრედიტორები სასამართლოს წინაშე  მოითხოვდნენ. აღნიშნული რისკი საფრთხეს უქმნიდა კომპანიის არსებობას და ასეულობით სამუშაო ადგილს.

სასამართლო პროცესზე წარდგენილ იქნა კომპანიის სიცოცხლისუნარიანობისა და შემოსავლების ზრდის მკაფიო ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთება. სასამართლომ გაიზიარა წარმოდგენილი არგუმენტაცია და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული გაკოტრების შესაძლებლობისა, კრედიტორთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და საწარმოს შეუნარჩუნდა რეაბილიტაციის რეჟიმი.

ეს პრეცედენტი მნიშვნელოვანი დასტურია იმისა, რომ გეგმის ფორმალური დარღვევა ავტომატურად ბიზნესის ლიკვიდაციას არ ნიშნავს. სწორად სტრუქტურირებულმა და სამართლებრივად გამართულმა პოზიციამ  სასამართლოს მისცა შესაძლებლობა, რომ კრიზისულ ვითარებაში უპირატესობა ბიზნესის გადარჩენისა და რეაბილიტაციის რეჟიმის  შენარჩუნებისთვის მიანეჭებინა.