2026 წლის აგვისტოს თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. ცვლილებების მთავარი მიზანია საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან დაკავშირებული წესების ერთიანად მოწესრიგება და აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი მექანიზმების შემოღება. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს 2025 წლის 1 მაისის შემდგომ […]