იურიდიულმა კომპანია „Union Legal“-მა და უსაფრთხოების სექტორის ლიდერმა „Intersecurity Georgia“-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

იურიდიულმა კომპანია „Union Legal“-მა და უსაფრთხოების სექტორის ლიდერმა, „Intersecurity Georgia“-მ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნული შეთანხმება საფუძველს უყრის მრავალმხრივ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების ოპერაციული მართვა და სამართლებრივი გარანტიები ერთიან, ინტეგრირებულ სივრცეში მოექცევა. პარტნიორობის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების პროცესების სამართლებრივ უზრუნველყოფას, დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებას და პოტენციური სამართლებრივი ხარვეზების პრევენციულ იდენტიფიცირებას. აღნიშნული მიდგომა მაქსიმალურად შეამცირებს, ნებისმიერი სახის […]