+995 577 481-155
l.lomsianidze@gmail.com
ლევან ლომსიანიძე
მმართველი პარტნიორი
ლევან ლომსიანიძემ საადვოკატო საქმიანობა 2009 წელს დაიწყო. მას უკვე გააჩნია 17 წლიანი გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავებში, ასევე გადახდისუუნარობისა და რეაბილიტაციის საქმისწარმოების პროცესებთან დაკავშირებით. სასამართლო დავების დიდი გამოცდილება ლევანს აძლევს შესაძლებლობას პრაქტიკულ ჭრილში შეაფასოს სხვადასხვა გარიგებებთან ან სამართლებრივ ქმედებებთან დაკავშირებული პრაქტიკული ხასიათის რისკები და მოძებნოს პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური საშუალებები.
მისი გამოცდილება და კვალიფიკაცია მას აძლევს შესაძლებლობას საკმაოდ ვრცელი საქმიანობის პროფილით იყოს წარმოდგენილი ბაზარზე, რომელიც მოიცავს კლიენტთა კონსულტირებას სხვადასხვა კორპორაციულ, სახელშეკრულებო თუ საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით, კომპლექსური ხელშეკრულებების, მემორანდუმების თუ იურიდიული დასკვნების მომზადებას, სასამართლო დავებში წარმომადგენლობას და მონაწილეობას.
პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, ლევან ლომსიანიძეს აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან. მას მჭიდრო შეხება აქვს ბიზნეს სექტორის კონკრეტულ სფეროებთან, როგორიცაა ელექტრონული კომუნიკაციები, ენერგეტიკა, ფინანსური ინსტიტუციები, ინფრასტრუქტურა, სატრასპორტო და სარკინიგზო სექტორი (გადაზიდვები), უძრავი ქონების ბაზარი. ის მრავალი წელია მომსახურებას უწევს საქართველოში დაფუძნებულ კლიენტებს მკაცრად რეგულირებული ბიზნეს სექტორებიდან, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კვალიფიციური საფინანსო ინსტიტუტები. აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებს იგი უწევს სამართლებრივ კონსულტაციებს სალიცენზიო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის, კომპლექსურ საკორპორაციო და კომერციულ გარიგებებთან და ოპტიმალურ საგადასახადო დაგეგმარებასთან დაკავშირებით.
ლევან ლომსიანიძე წარმოადგენს ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებს საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, ასევე წარმართავს დავებს ადმინისტრაციულ ორგანოებში. კარიერის განმავლობაში წარმატებით აქვს დასრულებული ასობით საქმე მათ შორის რთული კორპორაციული დავები, ქონებრივი და სახელშეკრულებო სამართლებრივი საკითხები.
ლევან ლომსიანიძემ 2007 წელს წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. 2009 წელს ლევან ლომსიანიძემ ასევე წარჩინებით დაასრულა თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
პრაქტიკის სფეროები:
- საკორპორაციო და კომერციული სამართალი
- საბანკო და საფინანსო სამართალი
- გადახდისუუნარობა და რეაბილიტაცია
- სასამართლო და საარბიტრაჟო დავები
- საგადასახადო სამართალი
- მედიაცია და მოლაპარაკებების წარმოება
- სახელშეკრულებო სამართალი
- უძრავი ქონება და მშენებლობა
- შრომის სამართალი
- ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
ენები:
- ქართული
- რუსული