+995 (595) 09 04 50
v.javakhia@yahoo.com
ვახტანგ ჯავახია
მმართველი პარტნიორი
ვახტანგ ჯავახიამ აქტიური საადვოკატო პრაქტიკა 2009 წელს დაიწყო. მისი პროფესიული სტაჟი თხუთმეტ წელზე მეტს ითვლის, რამაც ის მრავალი კომპანიისა თუ ფიზიკური პირის საიმედო სამართლებრივ პარტნიორად ჩამოაყალიბა. მისი საქმიანობის პროფილი მრავალ მიმართულებას მოიცავს. იგი თანაბარი წარმატებით საქმიანობს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. მისი საადვოკატო საქმიანობა მოიცავს როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე სასამართლო დავებში მონაწილეობას.
ვახტანგ ჯავახიას პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი სფეროებია: საკორპორაციოს სამართალი, გადახდისუუნარობა და გაკოტრება, შრომის სამართალი, უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართალი, ჯანდაცვა და ფარმაცევტული საქმიანობა, კერძო დაცვითი სამართალი, სასამართლო და საარბიტრაჟო დავები.
ვახტანგს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება აქვს ჯანდაცვის სამართალში. ის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების უფროსი იურისტია. ვახტანგი, მისი საქმიანობის ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებებს კონსულტაციას უწევს სხვადასხვა მარეგულირებელ, შრომით და სახელშეკრულებო საკითხებთან დაკავშირებით და წარმოადგენს მათ როგორც სასამართლოში, ისე სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებში.
ვახტანგი ეფექტურად წარმართავს კორპორაციული მართვისა და გადახდისუუნარობის კრიზისულ პროცესებს. იგი ინტენსიურად არის ჩართული სხვადასხვა კომპანიის ფინანსური გაჯანსაღებისა და სამართლებრივი რეაბილიტაციის პროექტებში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით წარმატებით დასრულდა სამედიცინო სექტორის რამდენიმე მნიშვნელოვანი სუბიექტის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული დავა. გარდა ამისა, ვახტანგის პროფესიული არეალი მოიცავს ნავთობის სექტორში მოღვაწე კომპანიების სრულყოფილ სამართლებრივ მომსახურებას, რაც გულისხმობს მათ წარმომადგენლობას საბაჟო, საგადასახადო და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ფარგლებში წარმოშობილ სამართლებრივ დავებში.
ვახტანგ ჯავახიას მდიდარი გამოცდილება აქვს კერძო დაცვითი სექტორის სამართლებრივ რეგულირებაშიც. ამ მიმართულებით იგი სრულფასოვან იურიდიულ მომსახურებას უწევს დარგის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას. გარდა ამისა, ვახტანგი წარმატებით ხელმძღვანელობს მრავალსექტორულ სამართლებრივ პროექტებს.
პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ვახტანგ ჯავახიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი (LLM) მოიპოვა. ვახტანგს ასევე გავლილი აქვს სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბოსტონში, Stanford International School-ში.
ვახტანგი, აგრეთვე, არის სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორი. მისი სტატია ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია გამოცემაში „ჩემი ადვოკატი“.
ვახტანგი არის მენტორი ადვოკატი და ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
პრაქტიკის სფეროები:
- საკორპორაციო სამართალი
- გადახდისუუნარობა და გაკოტრება
- შრომის სამართალი
- უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართალი
- ჯანდაცვა და ფარმაცევტული საქმიანობა
- კერძო დაცვითი სამართალი
- სასამართლო და საარბიტრაჟო დავები
- ინტელექტუალური საკუთრება
- საგადასახადო სამართალი
- საბაჟო სამართალი
ენები:
- ქართული
- ინგლისური
- რუსული