+995 (558) 373-794
khetsuriani777@gmail.com
გიორგი ხეცურიანი
ადვოკატი
გიორგი ხეცურიანმა საადვოკატო საქმიანობა 2019 წელს დაიწყო. იგი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადვოკატია, რომელიც ამჟამად უზრუნველყოფს კომპლექსურ სამართლებრივ მხარდაჭერასა და პროცესუალურ წარმომადგენლობას. მისი საქმიანობის პროფილი მოიცავს როგორც მაღალკვალიფიციურ იურიდიულ კონსულტირებას, ისე კლიენტთა ინტერესების დაცვას სასამართლოში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
პროფესიული საქმიანობის განმავლობაში გიორგიმ დააგროვა მრავალფეროვანი გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი მიმართულებებით. იგი წარმატებით უძღვება ბიზნეს, საკორპორაციო, სამშენებლო, საგადასახადო და სახელშეკრულებო დავებს. გიორგის პრაქტიკა ასევე ფარავს უძრავ-მოძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საოჯახო-სამემკვიდრეო სამართალს, გადახდისუუნარობის პროცესებსა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ წარმოებებს.
გიორგი ხეცურიანს გამორჩეული გამოცდილება აქვს სხვადასხვა ბიზნესსექტორის იურიდიულ მომსახურებაში. იგი კორპორაციულ მხარდაჭერას უწევს კომპანიებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: რკინიგზა, სამოქალაქო მშენებლობა, საერთაშორისო მოდის ინდუსტრია, ენერგეტიკა, ხე-ტყის გადამუშავება და ვეტერინარია. მისი საქმიანობა მოიცავს კომპლექსური ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას, რისკების იდენტიფიცირებასა და ლიცენზიებისა თუ სასაქონლო ნიშნების კატეგორიის საქმეების მართვას.
გიორგი ხეცურიანმა აკადემიური განათლება მიიღო საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. იგი აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, არის სხვადასხვა ორგანიზაციის ტრენერი და მომხსენებელი. გიორგის ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი კორპორაციული მართვის, საპროცესო დოკუმენტაციის შედგენის მეთოდიკის, შრომითი უფლებებისა და მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართლებრივი საშუალებების შესახებ.
გიორგი ხეცურიანი არის სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი ტერიტორიული მოწყობისა და კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე. იგი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ფლობს ბავშვთა უფლებების სპეციალიზაციას და ახორციელებს მენტორი ადვოკატის საქმიანობას.
პრაქტიკის სფეროები:
- ბიზნეს და საკორპორაციო სამართალი
- შრომითი სამართალი
- სამშენებლო სამართალი
- ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართალი
- სანივთო სამართალი
- საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალი
- გადახდისუუნარობა და გაკოტრება
- საგადასახადო სამართალი
- ინტელექტუალური საკუთრება (სასაქონლო ნიშნები)
- სახელმწიფო შესყიდვები და ლიცენზირება
- სასამართლო და საარბიტრაჟო დავები
ენები:
- ქართული
- ინგლისური
- რუსული