+995 (555) 661-052
z.mukhuradze@yahoo.com
ზურაბ მუხურაძე
მმართველი პარტნიორი
ზურაბ მუხურაძემ საადვოკატო საქმიანობა 2009 წელს დაიწყო. მას დაგროვებული აქვს თხუთმეტ წელზე მეტი ხნის მრავალმხრივი გამოცდილება კერძო სექტორში, როგორც იურიდიული კონსულტირების, ისე სასამართლო და ადმინისტრაციული დავების მიმართულებით. მისი საქმიანობის პროფილი მოიცავს როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ისე რთული სამართლებრივი დავების წარმოებას სასამართლოების ყველა ინსტანციასა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ზურაბი წარმატებით ხელმძღვანელობდა სამართლებრივი სტრატეგიების დაგეგმვასა და რისკების შეფასებას სხვადასხვა ბიზნესსექტორში. მას მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს კომერციული, სახელშეკრულებო, კორპორატიული, ფინანსური მომსახურების, უძრავი ქონებისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
ზურაბს გამორჩეული გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობაში. ზურა ამჟამად იკავებს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას მსხვილ საკონსულტაციო ფირმაში, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობისას ის პასუხისმგებელი იყო კომპანიის შიდა იურიდიული პოლიტიკის მართვაზე, კომპლექსური ტრანზაქციების მხარდაჭერაზე, შეთანხმებების მომზადებასა და რისკების იდენტიფიცირებაზე. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მრავალკომპონენტიან ბიზნესპროექტებში და განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ანალიზი.
ზურაბ მუხურაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი). ის ასევე ფლობს Chicago-Kent College of Law-ის მაგისტრის ხარისხს (LL.M) გლობალურ ბიზნესსა და ფინანსური მომსახურების სამართალში, სადაც სწავლისას მიღებული აქვს უმაღლესი აკადემიური შეფასება (CALI Excellence Award). მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაეროსა და ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA) ტრენინგებში, კონფერენციებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.
ზურაბ მუხურაძე არის რამდენიმე იურიდიული სტატიის ავტორი. ის წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს და აქტიურად მონაწილეობს პროფესიულ პროგრამებსა და სამართლებრივი განათლების განვითარებაში.
პრაქტიკის სფეროები:
- კორპორატიული სამართალი
- კომერციული და სახელშეკრულებო სამართალი
- სამშენებლო სამართალი
- ბიზნეს დავები
- ადმინისტრაციული დავები
- შრომის სამართალი
- M&A ტრანზაქციები
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება (AML/CTF)
- სასამართლო დავები და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებები
ენები:
- ქართული
- ინგლისური
- რუსული